როგორ ავიღო  სესხი

 

  • იმისთვის რომ ისარგებლოთ სილქ კრედიტით, თქვენ უნდა იყოთ სილქნეტის მობილური ქსელის (ჯეოსელის) აბონენტი მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში (ნომერი უნდა იყოს თქვენს სახელზე რეგისტრირებული), გაიარეთ ონლაინ რეგისტრაციის მარტივი პროცესი, შეთავაზებებში აირჩიეთ სილქკრედიტი და შეავსეთ განაცხადი. თუ თქვენ გაქვთ აქტიური ანგარიში სილქ როუდ ბანკში, სესხის დამტკიცების შემთხვევაში, დისტანციურად შეძლებთ ხელშეკრულების დადასტურებას და კრედიტის გააქტიურებას (პირად კაბინეტში, შეთავაზებები / ჩემი განაცხადები-დან), ხოლო თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ აქტიური ანგარიში, დამტკიცებული სესხის გასააქტიურებლად ეწვიეთ ჩვენს ფილიალს და უფასოდ გახსენით საბანკო ანგარიში.
  • თუ თქვენ არ ხართ დარეგისტრირებული მოცემულ ვებ-გვერდზე, პირველ რიგში უნდა გაიაროთ რეგისტრაცია, ამისთვის დააკლიკეთ „რეგისტრაცია“ ღილაკს მარჯვენა მაღალ კუთხეში, გაიარეთ მარტივი პროცედურა და შექმენით თქვენი პირადი კაბინეტი. თითოეული ველი მნიშვნელოვანია, ამიტომ დაკვირვებით შეავსეთ ინფორმაცია.
  • რეგისტრაციის პროცესის გავლის შემდეგ შეთავაზებებში აირჩიეთ სილქ კრედიტი, მონიშნეთ სასურველი სესხის თანხა და ვადა, ამის შემდეგ ყურადღებით შეავსეთ ინფორმაცია შემოსავლებზე, გაეცანით განაცხადს და განაცხადის დასამუშავებლად საჭირო თანხმობის ფორმებს, თუ ეთახმებით მონიშნეთ შესაბამისი ღილაკი და გამოგზავნეთ განაცხადი. ბანკის საკრედიტო ექსპერტი უმოკლეს ვადებში დაგიკავშირდებათ ტელეფონზე დეტალების დასაზუსტებლად.
  • დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, პირად კაბინეტში, შეთავაზებებში, ფანჯარა - "ჩემი განაცხადები"-ში გამოგიჩნდებათ საკრედიტო ხელშეკრულება, გაეცანით სესხის პირობებს და თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ შესაბამისი ღილაკი, თანხა დაგიჯდებათ სილქ როუდ ბანკში გახსნილ ანგარიშზე. თანხის განაღდება შეგეძლებათ ბანკომატებიდან ან სილქ როუდ ბანკის სალაროდან, ხოლო თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ აქტიური ანგარიში, დამტკიცებული სესხის გასააქტიურებლად ეწვიეთ ჩვენს ფილიალს და უფასოდ გახსენით საბანკო ანგარიში.

დაგვირეკეთ
322 242 242

მოგვწერეთ
silkcredit@silkroadbank.ge

სამუშაო საათები
24 საათი დღეში,
7 დღე კვირაში

სესხის გაცემა
ორშაბათი-შაბათი
10:00-18:00