სილქ კრედიტის პირობები
სილქ კრედიტი არის სრულიად ინოვაციური და უნიკალური სამომხმარებლო სესხი, რომელიც სილქ როუდ ბანკისა და სილქნეტის მობილური ქსელის (ჯეოსელის) აბონენტებს სთავაზობს გამარტივებული პროცედურებით, უმოკლეს ვადებში, დისტანციურად ისარგებლონ 3000 ლარამდე კრედიტით.
სილქ კრედიტის ასაღებად საჭიროა გაგაჩნდეთ შემოსავალი გარკვეული საქმიანობიდან, თუმცა არ არის აუცილებელიაღნიშნული შემოსავალი იყოს ოფიციალური ან გერიცხებოდეთ ბანკში. შემოსავლების შეფასება მოხდება ინოვაციური მეთოდით, დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაციის მარტივი პროცესი, შეთავაზებებში აირჩიეთ სილქკრედიტი და შეავსეთ განაცხადი. თუ თქვენ გაქვთ აქტიური ანგარიში სილქ როუდ ბანკში, სესხის დამტკიცების შემთხვევაში, დისტანციურად შეძლებთ ხელშეკრულების დადასტურებას და კრედიტის გააქტიურებას (პირად კაბინეტში, გვერდი შეთავაზებები / ჩემი განაცხადები-დან), ხოლო თუ თქვენ ჯერ არ გაქვთ აქტიური ანგარიში, დამტკიცებული სესხის გასააქტიურებლად ეწვიეთ ჩვენს ფილიალს და უფასოდ გახსენით საბანკო ანგარიში.
*მობილურის ნომერი უნდა იყოს თქვენს სახელზე რეგისტრირებული
სესხის თანხა | 200-3000 |
სესხის ვალუტა | ლარი |
გაცემის საკომისიო | 3% - 5%-მდე |
სესხის ვადა (კალენდარული დღეები) | 6-24 თვე |
სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო | 0-1% |
წლიური საპროცენტო განაკვეთი | 16% - 32%-მდე |
წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | 30.30% - 49.71%-მდე |
გადახდის გრაფიკის ტიპი | ყოველთვიური გადახდა (ანუიტეტი) |
ვადაგადაცილების ყოველდღიური ჯარიმა | ვადაგადაცილებული ძირი თანხის 0.25% |
სილქ კრედიტის დაფარვის პირობები იხილეთ გვერდზე "როგორ დავფარო სესხი"